ინვოისების მართვის სისტემა ივენთ მენეჯმენტის გუნდებისთვის, რომლებიც პარალელურად რამდენიმე ქორწილს, პრეზენტაციასა თუ კონფერენციას გეგმავენ.
დაამატეთ მთელი გუნდი, მართეთ თითოეული კლიენტი და ღონისძიება ერთ სივრცეში.
აქციეთ ლოკაციის, ქეითერინგის, დეკორაციისა და პერსონალის ხარჯები მზა ინვოისად რამდენიმე წუთში.
ის, რაც დეველოპერებს რეალურად სჭირდებათ — ბუღალტერიის თავის ტკივილის გარეშე.
შექმენი და გააგზავნე ინვოისი ერთ წუთში — მეტი დრო შენი პროექტებისთვის.
დახვეწილი, შენს ბრენდზე მორგებული ინვოისები, რომლებიც ნდობას აღუძრავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებს.
მარტივად ნახე, ვინ გადაიხადა, ვინ აგვიანებს და გააგზავნე შეხსენებები ავტომატურად.
ნახე, რამდენად მარტივია პირველი ინვოისის შექმნა და გაგზავნა — ამას სულ რაღაც ერთი წუთი სჭირდება.
დაამატე პოზიციები, კლიენტის მონაცემები და თანხები წამებში.
გაუგზავნე ინვოისი კლიენტს პირდაპირ ელ.ფოსტაზე ერთი კლიკით.
ნახე, როდის ნახეს ინვოისი, გადაცილებულია თუ გადახდილი — ყველაფერი შენს მართვის პანელშია (Dashboard).
აღარ გჭირდებათ პროცენტების ხელით დათვლა. Invoizy თვითონ ითვლის 1%-იან გადასახადს და კორპორაციული კლიენტებისთვის ამატებს 18%-იან დღგ-ს ერთი კლიკით.
მიუთითეთ ლოკაცია, ქეითერინგი, დეკორაცია და პერსონალი ცალ-ცალკე პოზიციებად — კლიენტი ზუსტად დაინახავს, რა ღირს ღონისძიების თითოეული ნაწილი.
სამ ივენთს მართავთ ერთდროულად? ადევნეთ თვალი თითოეული კლიენტის ინვოისს ერთ მარტივ პანელში — საქაღალდეებში ქექვის გარეშე.
დაამატეთ ორგანიზატორები და ასისტენტები ინდივიდუალური წვდომით — გუნდის წევრები შეძლებენ ინვოისების შექმნასა და გაგზავნას საერთო პაროლის გაზიარების გარეშე.
ჩამოტვირთეთ მზა PDF ან გააგზავნეთ პირდაპირ ელ.ფოსტით — როგორც თქვენს კლიენტს ურჩევნია.
გამართული დოკუმენტი, ზუსტად დათვლილი 1% და PDF-ის სწრაფი ჩამოტვირთვა. ყველაფერი, რაც საქმის დროულად დასახურადაა საჭირო.
დაიწყე უფასოდმარტივი და ხელმისაწვდომი ფასები მცირე ბიზნესისთვის საქართველოში. აირჩიე გეგმა, რომელიც ყველაზე უკეთ ერგება შენს სამუშაო პროცესს.
დაიწყე მარტივად და მოაწესრიგე საქმე — იდეალურია ფრილანსერებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის.
მზარდი ბიზნესისთვის, რომელსაც მეტი ინვოისი და მეტი კონტროლი სჭირდება.
დიდი გუნდებისთვის, ვისაც ინდივიდუალური მორგება და პერსონალური მხარდაჭერა სჭირდება.
სიამოვნებით გავცემთ პასუხს ყველაზე გავრცელებულ შეკითხვებს.
უფასო პაკეტი, დროში შეუზღუდავად — უბრალოდ ააწყე და გააგზავნე.
შექმენი ინვოისი უფასოდ